ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტი I Culture, Orchestra ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად საქართველოს ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის მიზანი „აღმოსავლეთის ამხანაგობის“ ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან დაკომპლექტებული ორკესტრის შექმნაა.
მათი განცხადებით, ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტი ხელს უწყობს პოლონურ კულტურას და პოლონეთის, როგორც კულტურული ბრენდის ჩამოყალიბებას. მან 28-მდე ქვეყანაში 4000-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას უკვე გაუწია ორგანიზება.
პროექტში, რომელიც მუსიკოსებს წამყვან მუსიკოსებთან თანამშრომლობით თავისი შესაძლებლობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს, პოლონეთთან ერთად, „სამხრეთ ამხანაგობის“ სხვა ქვეყნების 104 მუსიკოსი მონაწილეობს.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაველ კოტლაა. I Culture, Orchestra 6 ქალაქს - ლუბლინს, მინსკს, ვარშავას, ჩინსაუსა და თბილისს ესტუმრება.
თბილისში კონცერტი 1 სექტემბერს, კონსერვატორიაში ჩატარდება.

















