logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
09:26 30.12.2019
„ყველა ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს აგროვებს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. სწორედ ასეთი ადამიანია ჩვენი ლოტბარი – ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთია ჩემთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმის კეთების გარანტად დგას.

პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ძალიან მნიშნელოვანი და საინტერესო ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში, ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს ამის შესახებ. იქ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ შეაგროვა და გადაარჩინა უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები. როგორც ვიცი, ზოგიერთი მათგანი თითო ძირიღა იყო დარჩენილი. დღეს ქართველ მომავალ თაობას შეუნარჩუნდა ეს მემკვიდრეობა. როცა წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, ბიძინა ივანიშვილი ახარებდა მას, ნერგებს უფასოდ არიგებდა და ამ უდიდესი მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეხმარებოდა!

მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს აგრძელებს ექვთიმე თაყაიშვილის საქმეს!“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” (საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია) პრეზენტაციაზე.

ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას ერთვის აუდიო-ვიდეო მატარებელი („Flash-drive”), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა