logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ
მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ
18:21 29.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” (საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია) პრეზენტაციას დაესწრო და საზოგადოებას ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „მსურს მთელ საზოგადოებას მოვულოცო დღევანდელი დღე. ჭეშმარიტად ისტორიული დღეა, რადგანაც უნიკალური სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” პრეზენტაცია გვაქვს. ეს წიგნი, თავის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშნელობასთან ერთად, ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ქართული კულტურა ჩვენი მთავარი განძია. სწორედ იგი გვიმაგრებს ზურგს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებად. როგორც ჩვენი კულტურის ისტორია ცხადყოფს და ეს კარგად არის ნაჩვენები ამ სამტომეულში, ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამტომეული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაიდებს ბინას, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების ბიბლიოთეკებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები საქართველოს თავისი უმდიდრესი კულტურით ხელახლა აღმოაჩენენ.“

ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას ერთვის აუდიო-ვიდეო მატარებელი („Flash-drive”), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.

წიგნის გამოცემის იდეა 2010 წელს გაჩნდა და იგი ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ასევე, გამომცემელს ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის. რამდენიმე წლის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით გამოცემაზე ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდმა ჯგუფმა იმუშავა, რაც გულისხმობდა საძიებო (ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალა) სამუშაოების შესრულებას, ორიგინალური მასალებისა და ნაშრომების შექმნას, მათ რედაქტირებასა და თარგმნას ინგლისურ ენაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა