logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქობულეთის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქობულეთის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
01:28 07.12.2019
სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის შესახებ (ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო) სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 ნოემბრის №02/89 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ჩაქვის ტერიტორიის სანაპირო ზოლზე გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოვლინდა
მაგნეტიტური ქვიშების მოპოვებასთან დაკავშირებული დიუნური სადგომები. ამ აღმოჩენამ წარმოშვა ვარაუდი, რომ ამ დიუნური სადგომების სიახლოვეს ჩაქვისწყლის ხეობაში უნდა ყოფილიყო რკინის სახელოსნოები. 2000 წელს განხორციელებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ეს ვარაუდი დადასტურდა.

ჩქვისწყლის ხეობაში დადასტურებული რკინის სადნობი სახელოსნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროდან 3,5-4 კმ-ის დაშორებით, მდინარე ზღვიწყლიპირის მარცხენა მხარეს. მას ნახევარსფერული ფორმა აქვს. მთლიანობაში ქურა თიხნარ გრუნტშია ჩაჭრილ-ჩაშენებული. მის ირგვლივ კედელი კი მაღალი ტემპერატურის გამო, 10-15 სმ. სისქეზე წითლადაა გამომწვარი.

ქურების მახლობლად გამართული ყოფილა ბრტყელი ქვებითა და საშუალო სისქის კერამიკის ფრაგმენტებით მოზაიკურად მოკირწყლული ,,საჟეპელა’’. როგორც წესი „საჟეპელა“ ქურის სიახლოვეს იმართებოდა დ ამასზე ახდენდნენ ქურიდან ამოღებული რკინის დამუშავებას, დნობის პროცესში მიტმასნილი სხვადასხვა მინარევებისაგან გაწმენდას. ,,ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო“ ძვ.წ. X-VIII საუკუნეების ძეგლია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა