საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის
არაბთა რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც საზეიმო ვითარებაში ბიბლიოთეკას შემდეგი წიგნები და ალბომები გადაეცა:
„კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)“;
„აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, კულტურა, პოლიტიკა” (ქართულ და არაბულ ენებზე);
„აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“;
“ქართული კულტურული მემკვიდრეობა- აფხაზეთი“;
„Georgia- Land of Hospitality”.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს მიერ ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოში გამოცემული სხვადასხვა თემატიკის წიგნები უკვე მეორედ გადაეცა.
საქართველოს ელჩმა შეხვედრები ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორ მუსტაფა ელ ფეკისთან და ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების ხელმძღვანელ შერიფ რიადთან გამართა, სადაც მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს .
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საელჩოს ორგანიზებით და ალექსანდრიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან არსებულ უცხოელთათვის არაბული ენის შემსწავლელ ცენტრში სწავლობენ, შესაძლებლობა მიეცათ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს მანუსკრიპტებსა და სხვა ღირშესანიშნაობებს გაცნობოდნენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და საქართველოს საელჩოს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე ღონისძიების მონაწილე ქართველ სტუდენტებს, ეგვიპტეში მათი სწავლის პერიოდში ბიბლიოთეკისწიგნის ფონდით უსასყიდლოდ შეეძლებათ ისარგებლონ.

















