logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დაბრუნება 90 წლის შემდეგ – ეროვნული არქივის კინოთეატრში მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის ფილმის ჩვენება შედგება
დაბრუნება 90 წლის შემდეგ – ეროვნული არქივის კინოთეატრში მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის ფილმის ჩვენება შედგება
19:03 20.11.2019
ეროვნული არქივის კინოთეატრში ხვალ მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.

ფილმის საწყისი მასალები რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახანს ჩამოიტანეს. 16 წუთიანი ფილმი, რომელიც უნიკალურ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. იგი ასევე წარმოადგენს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის – ნუცა ღოღობერიძის დებიუტს კინოში. ფილმი „მათი სამეფოს“ სახელით არის ცნობილი, თუმცა „გოსფილმოფონდში“ ინახებოდა განსხვავებული სახელწოდებით – „ფურცელი ბიოგრაფიიდან“, ამიტომ ფილმი ხელახალი კვლევის საგანი იქნება.

ფილმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი – ნანა დოლიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – გაგა ჩხეიძე წარადგენენ. ჩვენებას კინოსექტორის წარმომადგენლების გარდა, მკვლევარები და ისტორიკოსები დაესწრებიან. ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია, რომელშიც სფეროს ექსპერტები ფილმის შესახებ საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.

ქართული კინომემკვიდრეობის საწყისი მასალების ჩამოტანის, მათი ციფრულ ფორმატში გადატანისა და რესტავრაციის პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფილმსაცავიდან ჩამოსატანი ქართული ფილმების რაოდენობა 2020 წლისთვის გასამმაგდება, რისთვისაც შესაბამისი რესურსი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა.

გამომდინარე აქედან, რომ გასული საუკუნის 20 – იან წლებში შექმნილი ქართული ფილმების ორიგინალები, რომელიც დღემდე რუსეთის ფილმსაცავში ინახება, დროის ფაქტორის გამო სავალალო მდგომარეობაშია, სამინისტროსა და კინოცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით პირველი რიგის ამოცანა და 2020 წლის პრიორიტეტი სწორედ საუკუნოვანი ისტორიის მქონე მემკვიდრეობის გადარჩენა და მასზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა