logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარაში არსებულ ორ ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
აჭარაში არსებულ ორ ობიექტს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
17:16 19.11.2019
სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ (აჭარისწყლის ხიდი; გოდერძის უღელტეხილის („მეტეოს“) უცნობი სასაფლაოები) სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 5 ნოემბრის №02/86 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

აჭარისწყალის ხიდი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული აჭარისწყალის რკინის ხიდი ერთადერთი ხიდია აჭარაში, რომელიც აგებულია ,,ეიფელის“ ხიდის ანალოგის მიხედვით, ანალოგიური ხიდი აჭარისწყლის ხეობაში არ გვხვდება, ლითონის, კონსტრუქციულად შეკრული რკინის ხიდი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ნაპირზე, გადმოცემის თანახმად ხიდი აკავშირებდა ორ ისტორიულ უბანს. თავდაპირველად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხიდი ხის იქნებოდა. აჭარისწყალზე მოვარდნილი უხვი ნალექის გამო, ხის ხიდები დიდხანს ვერ ძლებდა და ხშირად მიქონდა წყალს, შესაბამისად საჭირო გახდა ახალი ხიდის მშენებლობა. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში ადგილობრივი ინჟინრებისა და ბერძენი კალატოზების მეიერ აიგო რკინის ხიდი. რკინის ხიდი ერთიანი შეკრული კონსტრუქციაა, რომელსაც არ აქვს დამჭერი (საბჯენი) თაღები. ხიდი ნახევარწრიული ფორმისაა აქცენტირებულია მარტივი ლითონის ორნამენტებით.

გოდერძის უღელტეხილის („მეტეოს“) უცნობი სასაფლაოები


სავარაუდოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდი
მემორიალური კულტურის ძეგლი - სამარხთა კომპლექსი მდებარეობს უშუალოდ გოდერძის
უღელტეხილზე - ხულო/ზარზმის გზატკეცილის მიმდებარედ, სეზონური ალპური დასახლების „ყორანა იაილის“ ახლოს. თანამედროვეობაში აღნიშნულ იაილას „პერევლი იაილას“ ეძახიან, ხოლო უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სამაროვანი მდებარეობს „მეტეოს“ უწოდებენ. საბჭოთა პერიოდში მიმდებარედ მეტეოროლოგიური სადგური იდგა და სახელწოდებაც „მეტეო“ აქედან შემორჩა. დღეისათვის მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე სასტუმრო „მეტეო“-ა აშენებული. ხალხური გადმოცემით „ესაა ყერიბების სასაფლაოები“, (ყერიბი თურქული წარმომავლობის სიტყვაა და უპატრონოს ნიშნავს) ამიტომ მაჰმადიანური დღესასწაულის - „ბაირამის“ დროს ხალხს ამ სასაფლაოებზეც მიჰქონდა „ჰალვა“ და სხვა სახის ტკბილეულობა. სოფელ დიოკნისის მცხოვრები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი შამანაძე იხსენებს, რომ მისი ბაბუა თოფუზ შამანაძე ისმაილის ძე (გარდაიცვალა 80 წლის ასაკში 1999 წელს) „ბაირამზე გაგვატანდა ბავშვებს ტკბილეულობას და სასაფლაოებზე დაგვალაგებინებდა. გვეტყოდა, რომ ეს ყერიბების სასაფლაოებია, მაგათ არავინ არ აკითხავს და მადლიაო“.
სასაფლაოების კუთვნილების შესახებ სხვადასხვა ხალხური მოსაზრება არსებობს: ზოგიერთი ინფორმაციით ეს სამარხები რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1877-1878 წლების ომი) დაღუპულთა სასაფლაოებია, ხოლო ზოგი მონაცემებით საფლავები ჰემშილებს ეკუთვნით, რომლებიც ალპურ ზონაში მომთაბარეობდნენ და წრილფეხა საქონელს აძოვებდნენ.

სამარხები დაკრძალვის მიმართულების მიხედვით მაჰმადიანურია. გვხვდება სხვადასხვა
მოცულობების საფლავები, რაც მიუთითებს, რომ დაკრძალულთა ასაკობრივი კუთვნილება
სხვადასხვა უნდა ყოფილიყო.

სამარხების უმრავლესობა გათლილი ქვითაა ნაგები, მშრალი წყობით. გვხვდება
დაუმუშავებელი ქვის მშრალი წყობით, ყორის მსგავსად ნაშენი სასაფლაოები. სამარხთაგან
მხოლოდ ერთია ბეტონის ფილებით მოწყობილი, ხოლო ერთი სასაფლაო ზომით მცირეცაა
(დაახლოები 50X70 სმ. ზომის) და რკინის მცირე კონცტრუქციითაა შემოზღუდული. სამარხთა განლაგებაში შეიმჩნევა გარკვეული თანმიმდევრობა და რიგი. საფლავებს თავისა და ფეხის მხარეს დადგმული აქვს განსხვავებული ფორმის გათლილი ქვები - მცირე ზომის ერთგვარი „სტელები“. საფლავის ამგვარი ქვები აჭარის მემორიალური კულტურისათვის იშვიათია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა