საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრს იული ედელშტაინს და ისრაელის დელეგაციას უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის „ნატივის“ დეპარტამენტის უფროსი ნაომი ბენ-ამი, ისრაელის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიასპორის მინისტრის მოადგილე კობი ცორეფი, საქართველოში ისრაელის საელჩოს პირველი მდივანი რონ შეხტერი და ისრაელის ქნესეთის წევრი ნინო აბესაძე არიან.
ნიკოლოზ რურუასა და ისრაელის დელეგაციის შეხვედრის თემა ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.
შეხვედრა კულტურის სამინისტროში გაიმართება.

















