logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კუნძულ კვიპროსზე სოფელ ალამინოსში ქართული ნაეკლესიარი აღმოაჩინა
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კუნძულ კვიპროსზე სოფელ ალამინოსში ქართული ნაეკლესიარი აღმოაჩინა
11:32 16.11.2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კუნძულ კვიპროსზე სოფელ ალამინოსში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება. ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუასაუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე ძვ.წ. XII - VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი.
„ჩვენი ექსპედიციის დამსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ისე კვიპროსის არქეოლოგიისთვის. ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ, რომ აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთები დაცული იყოს და შემოვინახოთ, როგორც ნაშთები, რომლებიც საქართველოსა და კვირპროსის სიძველესა და არქეოლოგიას შეემატა ქართველი სამეცნიერო წრეების მოღვაწეობის წყალობით,“- აღნიშნავს ვახტანგ ლიჩელი.
კვიპროსულმა მხარემ თსუ ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი კვიპროსული წარწერის მცირე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფრაგმენტის კვიპროსული წარწერების კატალოგში შეტანის ნებართვა უკვე ითხოვა. არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად, თსუ-ს არქეოლოგიური მისიის წევრები შეხვდნენ კვიპროსის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, აგრეთვე კვიპროსის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კუნძულ კვიპროსზე ერთობლივი ექსპედიცია 2016-2017 წლებში დაიწყო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა