პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი დღეს ბათუმში მეორე სოლო კონცერტს გამართავს.
კონცერტი ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიება ტურნე - „გპირდების“ ფარგლებში ტარდება. ამავე ტურნეს ფარგლებში, ბერა ივანიშვილმა პირევლი სოლო კონცერტი საჩხერეში უკვე გამართა.
იგი ტურნე „გპირდების“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 კონცერტის ჩატარებას გეგმავს.

















