logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანსამბლი „ბასიანი“ამერიკის შეერთებულ შტატებში საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში ნოემბერში მიემგზავრება
ანსამბლი „ბასიანი“ამერიკის შეერთებულ შტატებში საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში ნოემბერში მიემგზავრება
12:23 09.11.2019
ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 11-დან 20 ნოემბრამდე შეერთებულ შტატებს ეწვევა და კონცერტებს ნიუ იორკში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში გამართავს. გასტროლი საქართველოს განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

ანსამბლი შტატებში უკვე მეოთხედ გაემგზავრება, რა დროსაც ერთ-ერთ კონცერტს White Light festival-ის ფარგლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრის სცენაზე გამართავს (ლინკოლნ ცენტრი აერთიანებს რამოდენიმე საკონცერტო დარბაზს, რომელთა შორისაა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ჯულიარდი და სხვა). უნდა აღინიშნოს, რომ ლინკოლნ ცენტრში ანსამბლი უკვე მეოთხედაა მიწვეული. კონცერტის ბილეთები ჯერ კიდევ სექტემბერში დადებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა.

„ბასიანის“ პირველი გამოსვლა ლინკოლნ ცენტრის Alice Tully Hall სცენაზე 2010 წლის აგვისტოში შედგა, როდესაც ცნობილი ფრანგი პიანისტის, პიერ-ლორან აიმარდის ინიციატივით ანსამბლი ნიუ იორკის Mostly Mozart Festival-ზე იქნა მიწვეული. აქ ქართული პოლიფონია, ერთი კონცერტის ფარგლებში, პირველად აჟღერდა ბახის, ლიგეტის და სხვა დასავლეთ ევროპელ კომპოზიტორთა შედევრებს შორის. ამ მოვლენას დიდი გამოხმაურება მოყვა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა New York Times და Wall Street Journal. მას შემდეგ ლინკოლნ ცენტრი მჭირდოდ თანამშრომლობს „ბასიანთან“ და პერიოდულად უთმობს მათ საკუთრ სცენას. 2019 წელი კი განსაკუთრებულია მათთვის, რადგან მთელი წლის მანძილზე გადაწყვეტილი აქვთ მიიწვიონ ის გამორჩეული მუსიკოს-შემსრულებლები, რომელთაც ბოლო ათი წლის მანძილზე ლინკოლნ ცენტრში კომნცერტები გაუმართავთ. ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ასეთ შემსრულებელთა რიგებში ანსამბლი „ბასიანიც“ მოიაზრება.

შეერთებულ შტატებში ტურნეს ფარგლებში ანსამბლი კონცერტებთან ერთად ვორქშოფებსაც გამართავს. აღსანიშნავია, რომ პრინსტონის უნივერსიტეტში ანსამბლს ელოდება 90 კაციანი გუნდი, რომელთაც „ბასიანი“ შეასწავლის ქართული ხალხური სიმღერის ორ ნიმუშს. ეს სიმღერები იმავე საღამოს კონცერტზე ერთობლივად შესრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა