პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, რეპერმა ბერა ივანიშვილმა საჩხერეში თავისი
პირველი სოლო კონცერტი გამართა.
ხალხმრავალი ღონისძიება ჩიხურას სტადიონზე ტურნე „გპირდების“ ფარგლებში შედგა.
კონცერტს ივანიშვილების ოჯახი და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაესწრნენ. სოლო კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.
ბერა აღნიშნული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 10 კონცერტის გამართვას გეგმავს.

















