logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება ოფიციალურად მიენიჭა
კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება ოფიციალურად მიენიჭა
13:04 17.10.2019
კულტურის ეროვნული ფონდი, მთავრობის დადგენილების თანახმად,კულტურის სფეროს სხვადასხვა პროექტზე გრანტის გამცემად განისაზღვრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეფუძნება და საქართველოს საჭიროებებს არის მორგებული.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაფინანსების იდეალურ მოდელად მიჩნეული იქნა „კულტურის ეროვნული ფონდის“ შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ განაწილებას, ეფექტიანად ადმინისტრირებასა და მონიტორინგს, უზრუნველყოფს კულტურის თანასწორ ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

„კულტურისეროვნულიფონდის“ მიზნებისა და ამოცანების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი საუბრობს:
„ფონდის შექმნის მთავარი მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს გადასვლა საჯარო დაფინანსების თავისუფალ მოდელზე, რომელიც აპრობირებულია ევროპულ და არამხოლოდ ევროპულ ქვეყნებში. კულტურის ეროვნული ფონდი პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე სხვადასხვა წყაროდან - კერძო თუ სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და ა.შ., და, მეორე მხრივ,უზრუნველყოს ღია, თანმიმდევრული, სისტემური, გამჭვირვალე და კონცენტრირებული სექტორული დაფინანსება კულტურის სხვადასხვა სფეროში. 2020 წლიდან, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, ახლადშექმნილი ფონდი სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე გრანტების გაცემასა და კულტურული პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროცესში ჩართული იქნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომელთა შერჩევაც როტაციის პრინციპით ყოველწლიურად მოხდება.
„კულტურის ეროვნული ფონდი“ იქნება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანალოგი, რომელიც სამეცნიერო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. „კულტურის ეროვნული ფონდი“ კი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ფონდი განსაზღვრავს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს და ფინანსურ რესურსს მათ დასაძლევად მიმართავს.

ფონდისთვის შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც წინასწარ გამოქვეყნდება ინფორმაცია ნებსიმიერი კონკურსის შესახებ.

ჩვენ პრაქტიკულად ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორგანიზაციას, რომელიც კულტურულ და შემოქმედებით სფეროს მოემსახურება.“

„კულტურის ეროვნულფონდს“ სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება. ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა