logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რუმინეთში გამოფენა - „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა
რუმინეთში გამოფენა - „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა
12:25 11.10.2019
რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო - რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად, რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ფოტო და წიგნების გამოფენა „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის დროინდელ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი 17 უნიკალური წიგნი.

გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ლივიუ კონსტანტინესკუმ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ, და სხვა სტუმრებმა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-რუმინული მეგობრული ურთიერთობების სამსაუკუნოვან ისტორიაზე.

თავის გამოსვლაში, სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა, უახლოს მომავალში, ორი ქვეყნის ურთიერთობები აყვანილ იქნას სტრატეგიულ დონემდე.

ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, გამოფენის გახსნას ესწრებოდა ასამდე ვიზიტორი, მათ შორის, რუმინეთის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და რუმინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოფენა ვიზიტორებისთვის ღია იქნება 24 ოქტომბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI - ის სტამბა თბილისში დაარსდა 1709 წელს და მოქმედებდა 1722 წლამდე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხსენებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების სრული კოლექცია საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიფინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა