logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო მე-9 ფორუმზე ლევან ხარატიშვილი მოხსენებით წარდგა
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო მე-9 ფორუმზე ლევან ხარატიშვილი მოხსენებით წარდგა
16:03 03.10.2019
რუმინეთში, ქალაქ სიბიუში გამართულ ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ყოველწლიურ რიგით მე-9 ფორუმზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მოხსენებით წარდგა.

წლევანდელი ფორუმის სამუშაო თემაა „კულტურული მარშრუტები კულტურული ტურიზმისთვის“. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა კულტურული ტურიზმის მზარდი პოტენციალი, ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და სამომავლო იდეები კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის.

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების წევრია 2016 წლიდან. აღნიშნული პლატფორმა ევროსაბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენას საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში.

დღეისათვის ევროსაბჭო ზედამხედველობას უწევს 38 საერთაშორისო მარშრუტს. მათგან საქართველო 4 საერთაშორისო მარშრუტის ოფიციალური პარტნიორია. 2019 წელს სამინისტროს მიერ მოხდა 2 ახალი კულტურული მარშრუტის სერტიფიცირება და ახალი მარშრუტების გამოვლენის ხელშეწყობა.

მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციაში დეტალურად განიხილა კულტურული მარშრუტების პროგრამაში საქართველოს აქტივობები და სამომავლო გეგმები.

ფორუმის ფარგლებში მოეწყო საქართველოს დელეგაციის სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელობასთან და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორთან. მხარეებმა დეტალურად განიხილეს 2021 წელს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმის ქალაქ ქუთაისში გამართვის სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა