logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
14:00 19.09.2019
ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბადრი მაისურაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმიტი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს ფესტივალების და სეზონების დირექტორი რებეკა საიმორი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.

„წლიდან წლამდე იზრდება ფესტივალის ფარგლებში ტურისტული მიმართულებით ვიზიტორების რაოდენობაც. წარმოდგენილი უცხოური და ქართული პროგრამის გარდა, ფესტივალს დაემატა ღია წარმოდგენები, მათ შორისა, თბილისობის ფარგლებში "მუარე", რომელიც არაჩვეულებრივი საჰაერო შოუა როკ მუსიკის თანხლებით" - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. წელს დედაქალაქი უკვე მე-11 თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

2019 წელს ფესტივალი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება: ფესტივალს დაემატა ახალი მიმართულება არტ-მარკეტი; ბრიტანული სეზონის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, რომელიც ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პროგრამის ფარგლებშია.

6 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ერთად თბილისობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საჰაერო თეატრი - მუარე გამოცდილება (ესპანეთი, ინგლისი), რომელიც არის აკრობატების საჰაერო შოუ, როკ-მუსიკის თანხლებით. შოუზე დასწრება თავისუფალია.

23 სექტემბერიდან 24 ოქტომბერის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატალურ ფესტივალზე საერთაშორისო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. 3 სპექტაკლი გაიმართება პროგრამა NEW-ს ფარგლებში, რომელზეც წარმოდგენილნი იქნებიან იტალია, უკრაინა და ბელარუსი.
ქართული სპექტაკლების პროგრამა 2-6 ოქტომბერს გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება 26 სპექტაკლი და 5 პრემიერა, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. ასევე, ნაჩვენები იქნება კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული 11 სპექტაკლი.

ქართული სპექტაკლების პროგრამის და არტ მარკეტის ფარგლებში დედაქალაქს 95 საერთაშორისო სტუმარი ეწვევა არგენტინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მაკედონიიდან, პაკისტანიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ესტონეთიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან.

10 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას იტალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, შვედეთიდან, ირანიდან, კორეიდან, ლიეტუვადან, ჩინეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ტაივანიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და უკრაინიდან.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა. მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა