ბათუმის IV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 25-28 აგვისტოს გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით
ფესტივალის ორგანიზატორები დღეს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა.
IV ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს ეძღვნება.
„ღამის სერენადები“ წელს აჭარაში, გონიოს ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება. ფესტივალის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკის“ „სოლო“ მომსახურება.

















