ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიქელ თამარაშვილის წიგნი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის" ხელახლა გამოიცა.
მისი პრეზენტაცია ხვალ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წიგნი ავტორის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით იქნა გამოცემული.
მასში საქართველოში კათოლიკობის გავრცელების ისტორიაა მოთხრობილი.

















