კორინ ვეგენერი - აშშ-ის სმითსონის ინსტიტუტის სამუზეუმო გაერთიანების
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი და ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის კომიტეტის პრეზიდენტი - თბილისშია.
ვიზიტის ფარგლებში კორინ ვეგენერმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მესამე კორპუსის საცავი და სამუშაო სივრცეები მოინახულა, სადაც სამომავლოდ, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის დროს, მუზეუმის ექსპონატთა ნაწილის დროებით განთავსება იგეგმება. უცხოელმა ექსპერტმა აღნიშნულ სივრცეს მაღალი შეფასება მისცა და საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა.
კორინ ვეგენერი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და არქივების 25 შესაბამისი მიმართულების სპეციალისტს 4 დღიან ტრეინინგს უტარებს თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში“.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ კატასტროფების, რისკების, საგანგებო სიტუაციების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების დროს რეკომენდებული ქმედებების საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილება ჰააგის 1954 წლის კონვენციის განხორციელების შესახებ. ტრენინგი ასევე მოიცავს პრაქტიკულ-სიმულაციურ აქტივობებს საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუაციის გეგმის ჩამოყალიბების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გადარჩენისა და დოკუმენტირების მიმართულებით. ტრეინინგზე, ასევე, განიხილება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების გადაადგილების სტრატეგია.
პროექტი შემუშავდა ICOM საქართველოს მიერ, ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის კომიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერითა და ICOM-ის 2019 წლის სპეციალური პროექტების საგრანტო პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა. პარტნიორები: საქართველოს ლურჯი ფარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ICOM სომხეთი და ICOM აზერბაიჯანი.
"მოვინახულე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. იგი, როგორც
მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი, უდაუდ საჭიროებს აღდგენას. როგორც წესი,
კოლექციების დროებით განსათავსებლად საჭიროა სპეციალური სივრცე, რადგან
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, კოლექციების შიგნით დატოვების
შემთხვევაში, არსებობს დიდი რისკი.
ჩემი შეფასებით, ახალი დროებითი სივრცე შეესაბამება მსოფლიო დონის მაღალ
სტანდარტებს. ვისურვებდი, რომ ყველა მუზეუმს ჰქონდეს ასეთი კარგად მოწყობილი
დიდი სივრცე კოლექციების შესანახად.
ხშირად მიწევს მოგზაუობა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ვეცნობი მუზეუმებში არსებულ ვითარებას. მინდა გითხრათ, რომ ბევრ მუზეუმს არ აქვს მსგავსი პირობები" - განაცხადა კორინ ვეგენერმა.
იხილეთ ვიდეო https://we.tl/t-Orq5nkmfBo?src=dnl

















