logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ღონისძიება - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ მოეწყო
ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ღონისძიება - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ მოეწყო
11:39 29.05.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ღონისძიება - „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ მოეწყო.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე უძღვებოდნენ. ღონისძიებას კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროს ინსტიტუციების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში შედგა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. აპლიკაცია ანდროიდ პლატფორმისთვისაა შექმნილი, რომელზეც საქართველოს კულტურული მარშრუტებია დატანილი. მისი დახმარებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს ვიზიტი სერთიფიცირებული კულტურული მარშრუტების ფარგლებში. მომდევნო ეტაპზე აპლიკაცია iOS პლატფორმისთვისაც მომზადდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცა საერთაშორისო და ახალი კულტურული მარშრუტების მმართველ ორგანიზაციებს. ასევე, მოეწყო ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის პირველად მომზადებული კულტურული მარშრუტების ეროვნული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია.

2021 წელს საქართველო ევროპის საბჭოს ყოველწლიურ მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტმა მასპინძელ ქალაქად ქუთაისი დაასახელა. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას ევროსაბჭოს ქვეყნების 300-მდე დელეგატი (მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, კულტურის სფეროს მსხვილი ინსტიტუციების ხელმძღვანელები, ექსპერტები) დაესწრება.

ღონისძიება ინტერაქტიულმა 3D შოუმ დაასრულა.





კულტურული მარშრუტი კულტურული, საგანმანათლებლო, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ერთობლივი თანამშრომლობის პროექტია; მისი მიზანია მარშრუტის ან მარშრუტების სერიის შექმნა და ხელშეწყობა, რომელიც საერთო ევროპული ღირებულებების კულტურულ კონცეფციას ემყარება. კულტურული მარშრუტები ხელს შეუწყობს საქართველოს სწორ პოზიციონირებას როგორც ევროპის, ასევე, მსოფლიო კულტურულ რუკაზე.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს. მარშრუტების პროგრამა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას კულტურული ტურიზმის დახმარებით.

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებულ წილობრივ შეთანხმებაში (Enlarged Partial Agreement) ოფიციალურად 2016 წელს გაწევრიანდა, რაც გულისხმობს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას.

საქართველო უკვე ჩართულია ევროპის საბჭოს 4 სერტიფიცირებულ მარშრუტში:
• ღვინის მარშრუტი (ITER VITIS)
• ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი (THE EUROPEAN ROUTE OF JEWISH HERITAGE)
• ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტი (EUROPEAN ROUTE OF HICSTORICAL THERMAL TOWNS)
• პრეისტორიული კლდის ხელოვნება (PREHISTORIC ROCK ART TRAILS)

სამინისტროს მიერ ღონისძიებაზე გამოვლინდა ორი ახალი მარშრუტი:
• ალექსანდრე დიუმას გზა სამხრეთ კავკასიაში
• გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა