logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში სომხური თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში სომხური თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
14:38 24.05.2019
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ხორციელდება და მუნიციპალიტეტისა და ფონდის თანამშრომლობის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.

"შეიძლება ითქვას, რომ სომხური თეატრი თავიდან შენდება. შენობა ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. პროექტს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ფონდი "ქართუ" ახორციელებს, რაც დედაქალაქისთვის კიდევ ერთი საჩუქარი იქნება. მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას და მინდა, ფონდ "ქართუს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და საქველმოქმედო ფონდი. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს რომ აფინანსებს.

თუ არ ვცდები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ქართუს" 900-მდე ძეგლის რესტავრაცია აქვს განხორციელებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ქველმოქმედების მოცულობას, დაახლოებით, 3 მილიარდ ლარს შეადგენს. მისასალმებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გრძელდება. 2020 წლისთვის სომხური თეატრის მშენებლობა დასრულდება და ავლაბარში კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ძველი შენობის სრული დემონტაჟი უკვე განხორციელდა და ნულოვანი ციკლი დასრულდა. ასევე, შენობის მთელ პერიმეტრზე მოეწყო დრენაჟი. პროექტის მიხედვით, თეატრის შენობა გაყოფილია ორ ნაწილად - სცენის ნაწილი და დარბაზი. ამ ეტაპზე, ორივე ნაწილზე რკინა-ბეტონის კარკასის აწყობა მიმდინარეობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის პროექტის მიხედვით, შენობის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა საძირკვლისა და კედლების გაშიშვლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამაც დაადასტურა. აქედან გამომდინარე, შემუშავდა ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც, 6 403 კვ.მ ფართობის სრულიად ახალი შენობის აგება დაიგეგმა. ახალი შენობა ჯამში, 607 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის საერთო საპროგნოზო ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულად 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და ფონდი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა