logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში ქართულ-აფხაზური ფილმის - „ანიხას“ პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში ქართულ-აფხაზური ფილმის - „ანიხას“ პრეზენტაცია გაიმართა
10:41 23.05.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზური ფილმის - „ანიხას“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას თსუ რექტორი, გიორგი შარვაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, აფხაზური თემატიკით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

ფილმი გადაღებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისიისა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის „გავიცნოთ აფხაზეთი“ ფარგლებში. აფხაზურ მხარესთან ერთობლივად განხორციელებული პროექტების საფუძველზე თსუ-ში დაარსდა აფხაზური ბიბლიოთეკა, აფხაზური ზეპირსიტყვიერების კურსები, აფხაზურენოვანი ინტერნეტრადიო, რომელიც თსუ მერვე კორპუსიდან მაუწყებლობს.

„დოკუმენტური ფილმი „ანიხა“ აფხაზეთში ძველით ახალი წლის აღნიშვნას ეხება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დიპლომატიის დონეზე ბევრი რამის გაკეთება ხერხდება. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ეთნოგრაფიული, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით და კარგია, რომ აფხაზებთან კონტაქტები არსებობს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით საქმიანობა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, „სახელმწიფო პოლიტიკა გულისხმობს ნდობის აღდგენას, ნდობის მშენებლობას მავთულხლართებით გაყოფილ ერებს შორის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ფილმების შექმნას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგავნახებს და თავიდან გაგვაცნობს ერთმანეთს. ამ ფილმს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა - კიდევ ერთხელ გაგვაცნოს ჩვენი ძმები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ერთმანეთთან მშვიდობიანად დავამყაროთ ურთიერთობა რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“.

„ფილმის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ აფხაზურ ეთნო-კულტურულ სივრცეს, შევისწავლოთ ის და მივეხმაროთ განვითარებაში. ეს ფილმი ჩვენი შეკვეთით გადაიღო აფხაზეთში შემოქმედებითმა ჯგუფმა. ფილმი ეხება აფხაზეთის სალოცავებს და საახალწლო რიტუალებს. ჩვენთვისაც ბევრი რამ უცნობი იყო და ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ურთიერთობების დაძაბვისა ისიც არის, რომ კარგად არ ვიცნობთ იმ ეთნოკულტურულ სივრცეს. ალბათ მოგვეცემა საშუალება შევქმნათ აფხაზური ენციკლოპედია. ეს ჩვენი სახელმწიფო ვალია, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც სახელმწიფო ვალდებულება გააჩნია აფხაზური ეთნოსის და კულტურის მიმართ,“- აღნიშნა თსუ ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ზურაბ შენგელიამ.

„ანიხა“ 2019 წლის იანვარში აფხაზეთშია გადაღებული. მასში ასახულია ახალი წლის აღნიშვნის აფხაზური ადათ–წესები და აღწერილია აფხაზეთის წმინდა სალოცავი ადგილები. ფილმი მიზნად ისახავს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შესწავლასა და მის პოპულარიზაციას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა