logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi გაიხსნება
დღეს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi გაიხსნება
10:14 08.05.2019
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8-დან 13 მაისის ჩათვლით მეშვიდედ გაიმართება, წელს ფესტივალს კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებენ. CinéDOC-Tbilisi 8 მაისს, 8 საათზე სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით Honeyland („თაფლის მიწა“) გაიხსნება.

Connecting Thoughts, ანუ “დააკავშირე ფიქრები”, - ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს: რეჟისორი ფოკუსში (ფრანგი კინორეჟისორი ნიკოლა ფილიბერი), უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ სახლს, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადაპტაცია.

წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს: “New Talents Caucasus” – ახალი ტალანტების წარდგენა კავკასიის რეგიონიდან, Civil Pitch - აკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კინოდოკუმენტალისტებს ერთმანეთთან, CinéDOC Young - ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამაა, Erotic DOX - წლევანდელი ფილმები ქალების ეროტიკულ გამოცდილებაზე მოგვითხობს,-ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. ფილმების ჩვენებების შემდეგ რეჟისორები, პროდუსერები, პროტაგონისტები მაყურებელს შეხვდებიან და მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ, დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგებიც.

CinéDOC-Tbilisi 13 მაისს საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. წელს ჟიურის წევრები არიან:
საერთაშორისო კონკურსში: ონდრეი კამენიცკი - ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის, One World-ის დირექტორი (ჩეხეთი), მარიამ ჭაჭია - ქართველი კინორეჟისორი (საქართველო), კენან ალიევი - Current Time TV-ს მთავარი რედაქტორი.
Focus Caucasus: პეტრა სელისკარი - პროდიუსერი და კინორეჟისორი (სლოვენია), ჩილა კატო - პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Astra Film Festival (რუმინეთი), ტუე სტინ მულერი - ცნობილი კინოკრიტიკოსი.



საპატიო სტუმრები:
• ცნობილი რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი
• Honeyland-ის ოპერატორები: ფეიმი დაუტი და სამირ ლიუმა
• ფრანგი რეჟისორი ნიკოლა ფილიბერი
• ფილმის Disappearance of My Mother/ „დედაჩემის გაუჩინარება“ მთავარი გმირი ბენედეტა ბარძინი
• ძიგა ვერტოვის პირველი დაკარგული ფილმის აღმომჩენი ნიკოლაი იზვოლოვი.

ფესტივალი თბილისში ჩატარების შემდეგ აგრძელებს მუშაობას და საქართველოს და კავკასიის რეგიონებში 120 კინოჩვენების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოხდება რეგიონალური კოორდინატორების ტრეინინგი.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მერია, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, Doc Lounge შვედეთი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უნგრეთის საელჩო თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრი, კავკასიური სახლი, “ღვინის ბაღი” მარჯანიშვილზე, სასტუმრო „იბისი“, „ვიზეარი“, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა