logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კალანდია: მოსალოდნელ რეფორმაზე ყველას გვესაუბრნენ და დღეს გულში მჯიღის მცემელნი მაშინ სულ სხვანაირად საუბრობდნენ
გიორგი კალანდია: მოსალოდნელ რეფორმაზე ყველას გვესაუბრნენ და დღეს გულში მჯიღის მცემელნი მაშინ სულ სხვანაირად საუბრობდნენ
10:36 05.05.2019
ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ-ბის მოდერნიზაციასთან გამოთქმულ კრიტიკას კატეგორიულად არ იზიარებს, რადგან მისი თქმით, ეს გაერთიანება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა და „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას სულაც არ გავდა“. მეტიც, გაერთიანებაზე ყველა სუბიექტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და მოსალოდნელი რეფორმის შესახებ პირადად ყველას ესაუბრნენ:

„დღეს გულში მჯიღის მცემელნი მაშინ სულ სხვანაირად საუბრობდნენ! პირდაპირ გეტყვით, არ გეკადრებათ ჩვენი მისამართით თითის გამოშვერა და ალმაცერად გამოხედვა, მით უფრო როცა იცი რომ ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა! ახლა იმაზე თუ რატომ მოხდა, ის რაც მოხდა?! (ხაზგასმით ვამბობ რომ აზრს მხოლოდ ჩემი დარგის შესახებ მოგახსენებ)! ყველამ კარგად ჩაიხედოს საკუთარ თავსა და აქტივობაში და იქ ეძებოს მიზეზები, ყველა დამრიგებელმა თუ ჭკუის მასწავლებელმა კარგად გაიხსენოს საიდან დაიწყო, სად მივიდა და მერე ჩვენთან გაავლოს პარალელი, ჩვენთან მიმართებაშიც გაიხსენოს საიდან დავიწყეთ და სად მოვედით! არ გეკადრებათ და ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისაგან მითითებებსა და ჭკუის სწავლებას რომელსაც დღემდე არ გააჩნია საკუთარ მუზეუმში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია“ - აცხადებს კალანდია.

„ვიღაცებს ძალიან ადვილად ხელწამოსაკრავი გეჩვენებათ ჩვენი ინსტიტუცია და ეგრე არ არის, რა ლოგიკითაც ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი, ზუსტად იმ ლოგიკით მოხდა ჩვენთან სხვების გაერთიანება, ჩვენთან რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გაგვაჩნია! თამამად ვიტყვი რომ დღევანდელ საქართველოში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამუზეუმო ინსტიტუცია ვართ, მსოფლიო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულები, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები, ჩვენი კოლექციები მოვლილია უმაღლეს დონეზე, მარტო გასულ წელს 68 ათასზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ! არადა ყველაფერი დავიწყეთ 8 წლის წინ ნანგრევებიდან, ამიტომ ამ ახლადშემოერთებულებს უკეთეს მომავალს შევთავაზებთ და არა უარესს, არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით არავისთვის არაფერი გვითხოვია, ამ დამატებითი შრომისათვის არც ხელფასს გვიმატებს ვინმე და არც ჩინ მედლებს, ასე რომ მგონია სამუზეუმო მენეჯმეტში ხელის შეშველებას და გამოცდილების გაზიარებას აქეთ უნდა გვთავაზობდნენ , იქით არავისთან არაფერი გავქვს სახვეწარი, ჩვენი კოლექციებიც გვყოფნის, გაქანებაც და სამომავლო საქმეც“ - აცხადებს კალანდია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა