logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 124-ე სემინარი ჩატარდა
კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 124-ე სემინარი ჩატარდა
16:17 02.05.2019
25 აპრილს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 124-ე სამეცნიერო სემინარი.

მოხსენება წაიკითხა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების სპეციალისტმა, კახა შჩერბაკოვმა თემაზე „ანასტასი სინელის სახელით ცნობილი ერთი “კითხვა-მიგების“ ექვთიმე მთაწმინდელისეული სამი რედაქციის შესახებ“. მოხსენება მიზნად ისახავდა ექვთიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი პრინციპებისა და მეთოდების ჩვენებას კონკრეტულად ერთი “კითხვა-მიგების“ სამი ქართული რედაქციის განხილვის მაგალითზე. წარმოდგენილი “კითხვა-მიგება“, რომელიც ბიზანტიურ მწერლობაში ანასტასი სინელის, ანტიოქიის პატრიარქის, სახელითაა ცნობილი, არაერთ ზნეობრივ-მორალურ, ლიტურგიკულ და კანონიკურ საკითხს ეხება. როგორც ჩანს, ექვთიმე მთაწმინდელი, დაინტერესებული იყო ამ საკითხებით, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ერთი და იმავე ტექსტის სამი სხვადასხვა რედაქცია შეიმუშავა და შეიტანა თავის მიერვე თარგმნილ-კომპილირებულ სამ სხვადასხვა თხზულებაში. კარგადაა ცნობილი ექვთიმე ათონელის გამორჩეული მთარგმნელობითი მეთოდი, რომელიც გულისხმობდა სათარგმნი თხზულებების შემოკლებას ან გავრცობას. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც იგი ერთი კონკრეტული საეკლესიო მოძღვრის ავტორობით სხვადასხვა ავტორის “სწავლებათა“ კომპლექტებს აერთიანებს. ამგვარ შემთხვევებში ნათლად ჩანს ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, ისე ღვთისმეტყველის გამორჩეულობა. მისი, როგორც მთარგმნელის, ენა მარტივია, თუმცა ურთულესი ამოცანაა იმ წყაროთა გამოვლენა და შესწავლა, რომელთაც იგი იყენებდა თხზულებათა კომპილაციურად თარგმნის დროს. ქართველ მეცნიერთა თაობები იკვლევდა და იკვლევს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ თხზულებებს. დღემდე მის მიერ თარგმნილი არაერთი ნაშრომია შესწავლილი და გამოცემული. მეცნიერთა მიერ ნაჩვენებია მრავალი ისეთი მაგალითი, რომლებიც ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, შესწავლაში გვეხმარება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა