logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნა
ბათუმში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნა
22:27 18.04.2019
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში’’ მეორე საერთაშორისო სემინარი თემაზე-,,შავი ზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა.
სემინარზე წარმოდგენილი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები. სემინარში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.

ღონისძიება დასრულდა გამოფენით, სადაც ბათუმის საზოგადოებამ პირველად იხილა აფხაზეთის კულტურული ძეგლების თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი აჭარაში არსებული ძეგლების ფერწერული ტილოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ ამირან კახიძეს, ანზორ ჯაველიძეს და მაია ჭიჭილეიშვილს.

ასევე, მოეწყო ეთნო კუთხე, სადაც მომზადდა ტრადიციული აჭარული კერძი ,,ბორანო’’, რომლის მომზადების წესსა და ტრადიციას მიმდინარე წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა