logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი ქართული საგალობლების ორიგინალთან მიახლოებული სახით აღგენის იდეით გამოვიდა
მიხეილ ბატიაშვილი ქართული საგალობლების ორიგინალთან მიახლოებული სახით აღგენის იდეით გამოვიდა
14:47 12.04.2019
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მუსიკის მცოდნეები, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნევმები, რომლებიც X საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებშია დაცული, ძველ სამუსიკო ნიშნებს წარმოადგენს და საგალობლის ჰანგის ჩაწერა სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა. ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს და მასზე არაერთ მეცნიერი მუშაობდა. თუმცა ნევმების საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

იმ ხელნაწერთა შორის, რომლებშიც ნევმური სისტემაა შემონახული, უძველესი და ყველაზე გამორჩეული მიქაელ მოდრეკილის „იადგარია“, რომლის კრებულის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არაერთი სამეცნიერო კვლევა არსებობს.

მინისტრის აზრით, ჩვენი ვალდებულებაა ქართული მრავალხმიანობის მუსიკალური ენა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა, საუკუნეების განმავლობაში ზეპირი გადმოცემით ჩვენამდე მოიტანეს, უნაკლოდ და უწყვეტად დავიცვათ და მომავალ თაობებს გადავცეთ.

აღსანიშნავია, რომ ნევმების სისტემით დაინტერესებული ანჩისხატის გუნდის წევრები, მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი ქართულ გალობას ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად სწავლობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ზაალ წერეთელმა 6 წლის განმავლობაში იკვლია X საუკუნის ქართულ ხელნაწერებში, ნევმირებულ ძლისპირებსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცული ნევმური სისტემა. მკვლევარმა ნევმურ და თანამედროვე სანოტო სისტემით ჩაწერილ საგალობლებს შორის კავშირი აღმოაჩინა. ეს კავშირი ქართული გალობის უწყვეტი ტრადიციის მანიშნებელია, რომელიც X საუკუნიდან დღემდე არსებობს.
ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა