logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით გაიმართება
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით გაიმართება
14:31 01.04.2019
4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული გუნდები გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის დირექტორი მაია ჩაჩავა და სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე უძღვებოდნენ.

მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

„აღსანიშნავია, რომ ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. წელს მრავალფეროვანი პროგრამაა, ადგილობრივ მონაწილეებთან ერთად, ათობით უცხოელი მონაწილეც ესტუმრება თბილისს. მინდა გამოვყო 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც მონაწილე ქართული და ლიტვური გუნდები თავიანთი შემოქმედებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები, ყოველწლიურად, სხვადასხვა სივრცეში იმართება. წელსაც საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დარბაზში და სხვა.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია და ითვალისწინებს ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებას, საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედების გაცნობას. ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 50-მდე, მათ შორის 15 უცხოური გუნდისთვის.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გენერალური პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი; პარტნიორები არიან სატრანსპორტო კომპანია „ბენე ექსკლუზივი“ და სასტუმრო „მაჯესტიკი“
ფესტივალის განმახორციელებელია თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა