იტალიური გამოფენების ციკლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გრძელდება.
26 მარტს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: შ. რუსთაველის გამზ.11) მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის – ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი დაესწრებიან.

















