logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუში მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
თსუში მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
16:16 22.03.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

"მერაბ კოკოჩაშვილი წლების განმავლობაში საკუთარ ცოდნას, საკუთარ გამოცდილებას და ფანტასტიკურ ხედვას ახმარს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას",- განაცხადა საიუბილეო საღამოზე თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც ცნობილი რეჟისორი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და ხანგრძლივი და წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მერაბ კოკოჩაშვილის მსგავს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი ცოდნის, გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ცოდნის ამაღლებას, სტუდენტების პროფესიულ ზრდას. დარწმუნებული ვარ, სტუდენტები მისით ამაყობენ. მერაბ კოკოჩაშვილმა თავის მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად გარდატეხა შეიტანა ქართულ ხელოვნებასა და, როგორც თვითონ ხაზს უსვამს ხოლმე, ეროვნულ კინოში", - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,ვინც თავისი თავი შექმნა, სელფ მადე" (ავტორი: გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორი ნინო კაკულია).

"დიდი ბედნიერებაა იყო მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტი და გაიზარდო იმ ესთეტიკურ ფასეულობებზე, რომელსაც ის ასწავლის როგორც პროფესორი და როგორც რეჟისორი. იგი ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული სახეა, რომელმაც რეჟისორთა მრავალი თაობა აღზარდა", -  განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ეროვნული კინო-ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ჭილაშვილი, კინო-აკადემიისა და კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მერაბ კოკოჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს. "თითქმის 30 წელია უნივერსიტეტში ვმუშაობ. შემიძლია გითხრათ, რომ კინო-ტელეხელოვნების მიმართულების ჩამოყალიბებიდან აქ ვარ. უნივერსიტეტი ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩვენი მიმართულების მიმართ და მიმართულებაც ცდილობდა მაქსიმალურად ყველაფერი გაეკეთებინა უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტის კინოს ენისა და სტრუქტურის ლაბორატორიაში გარკვეული მეცნიერული კვლვევა მიმდინარეობდა. აქ შეიქმნა კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც ძალიან საჭირო წიგნია დღევანდელი კინომატოგრაფებისათვის,"-აღნიშნა ცნობილმა რეჟისორმა.

11 მხატვრული და 10 დოკუმენტური ფილმის რეჟისორს 21 მარტს 84 წელი შეუსრულდა. მერაბ კოკოჩაშვილი 2006 წლიდან დღემდე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა