logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართული მულტფილმები დიდ ეკრანს უბრუნდება
ქართული მულტფილმები დიდ ეკრანს უბრუნდება
12:28 20.03.2019
ეროვნული არქივის კინოთეატრში 22 მარტს ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნება.
პროექტი „რე-ანიმაცია“, რაც ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს, ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით ხორციელდება.

გაწითლებული და გავარდისფრებული გამოსახულება, ნაკაწრები, ჩაბნელებული და გადანათებული ეპიზოდები, უხარისხო ხმა - გასულ საუკუნეში გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებსაც ტელევიზიით აჩვენებენ ან ინტერნეტსივრცეშია განთავსებული სწორედ ამ ფორმით დამკვიდრდა მაყურებლის მეხსიერებაში.

22-28 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებს 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში აღდგა.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში პირველად მაყურებელს საშუალება ეძლევა დიდ ეკრანზე პირვანდელი სახით უყუროს ქართულ მულტფილმებს.

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ 300-ზე მეტი ქართული მულტიპლიკაციური ფილმია დაცული. პირველ ეტაპზე 1960-1980 წლების 20-მდე ფილმის დიგიტალიზაცია გაკეთდა და რესტავრირებული ფილმები პატარა და მოზარდი მაყურებლისთვის ეროვნული არქივის კინოთეატრში იქნება ნაჩვენები.

ანიმაციური ფილმები ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადადის და ციფრული რესტავრაცია უტარდება. მულტიპლიკაციური ფილმებს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება, რაც მისი პირვანდელი სახით აღდგენას ემსახურება. პროექტის მიზანია, ქართული ანიმაციის დასაცავად, მისი მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა, ბავშვებისა და მოზარდების ქართული მულტიპლიკაციური ფილმებით დაინტერესება და მათი პოპულარიზაციის გაზრდა.

1960-1980 წლების ანიმაციური ფილმები დიდ ეკრანს ათწლეულების შემდეგ უბრუნდება. სეანსი 1 საათი და 35 წუთი გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება: „წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი), „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი), „სახლობანა“ (1973 წელი), „საზამთრო“ (1974 წელი), „თერძი ბესო“ (1977 წელი), „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983 წელი), „ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი), „მძლეთამძლე“ (1991 წელი), „სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი).

ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება ეროვნული არქივის კინოთეატრში 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით გაიმართება (8 სეანსი). დასწრება თავისუფალია.

განრიგი:

22 მარტი - 18:00

23 მარტი - 15:00, 18:00

24-27 მარტი - 15:00

28 მარტი - 19:00
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა