logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება
Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება
11:30 20.03.2019
Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში - 70-მდე შემსრულებელი.

Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeakers… 22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, ‘მწვანე ოთახის’ მოსმენას შეძლებთ. 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.

EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც მეორე წელია Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს. 21 ივნისს EYESTAGE-ზე Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი - Andrey Pushkarev და Matthew Dekay.

Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს - Pixel, ხოლო 23 ივნისს - Freedom Fighters.

Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს. Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისთი პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს.

ფესტივალი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ კამპანიას იწყებს - „თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“. პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“ დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და გარემოს დაცვის სტიმულირების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ჩაიწერება 12 ვიდეორგოლი, რომლებშიც ეგრედ წოდებული ‘ოფინიონ მეიქერები’ მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული მათგანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე ისაუბრებს.

2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა. 10 წლის განმავლობაში Tbilisi Open Air-ს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel, საერთო ჯამში კი 1000-მდე არტისტი.

Tbilisi Open Air-ის მეგობარი კომპანიები არიან: TBC, Icy, Pepsi, “ნაბეღლავი“, Magti, Mastercard და Socar. ოფიციალური მზღვეველია - GPI. ფესტივალი თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა