25-27 დეკემბერს, თბილისში რაკუგოს წარმოდგენები გაიმართება. რაკუგო იაპონური სახალისო
მოთხრობების თხრობის ტრადიციული ხელოვნებაა, რომელიც 400-წლიან ისტორიას ითვლის.
კიმონოში გამოწყობილი შემსრულებელი მუხლებზე ზის ძაბუტონზე (იაპონური ბალიში) სცენაზე. ის მოგვითხრობს ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რაკუგო უნიკალურია იმით, რომ მოთხრობები არა მონოლოგის არამედ დიალოგის ფორმისაა. მხოლოდ ხმის ინტონაციის შეცვლით და თავის მოძრაობით შემსრულებელი რამოდენიმე პერსონაჟს განასახიერებს და სხვადასხვა სცენას თამაშობს.
კაბუკისა და ნოსგან განსხვავებით, სადაც გაფორმებული სცენა და მრავალფერობვანი კოსტუმებია, რაკუგოს სცენა ძალიან სადაა. შემსრულებელს მხოლოდ ტრადიციული იაპონური მარაო და ხელსახოცი სჭირდება, რასაც ის გამოიყენებს სხვადასხვა როლის შესრულებისას იქნება ეს სობას ჭამა, წერილის დაწერა, თანხის გადახდა თუ სხვა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პრესრელიზი და პოსტერის ელექტრონული ვერსია.

















