1 მარტს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში გამომცემლობა „ინტელექტისა“ და თიბისის მიერ გელა ჩარკვიანის
იუბილეს აღსანიშნავი საღამო გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, გელა ჩარკვიანის ახალი წიგნის – „ნაგერალა 80“-ის პრეზენტაცია შედგება.
დასწრება თავისუფალია.

















