დუშეთის რაიონის სოფელ შატილში დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შატილობა“ გაიმართება.
დუშეთის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის მაია ქავთარაძის ინფორმაციით, „შატილობის“ დღესასწაულზე გაიმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, კერძოდ კი - ჩატარდება შეჯიბრი მკლავჭიდსა და დოღში.
ასევე, გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მიწვეული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
„შატილობა“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.