logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სათხეს სამონასტრო კომპლექსს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით რესტავრაცია ჩაუტარდება
სათხეს სამონასტრო კომპლექსს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით რესტავრაცია ჩაუტარდება
14:50 26.02.2019
სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. V-X საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM - The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერთა ჯგუფის რეკომენდაციებს დაექვემდებარება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სათხის მონასტრის სარესტავრაციო მეთოდოლოგიისა და საკონსერვაციო სტრატეგიის შემუშავებას პროექტის მთელი მიმდინარეობისას იკრომის მიერ აღიარებული ექსპერტი, სტეფანო ვოლტა უზრუნველყოფს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მას სხვადასხვა სირთულისა და მნიშვნელობის ძეგლებზე (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულძეგლებზე) საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტების მომზადებისა და წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს.

მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება, არქიტექტორულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლადაღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას დაეთმობა. მიმდინარე წელს, გათვალისწინებული სამუშაოების მსვლელობისას გამაგრდება ძეგლის კონსტრუქციული წყობები და შემდგომი სარესტავრაციო ჩარევებისათვის მისი სტრუქტურული სეგმენტები მომზადდება. ქვის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წელსვე დაიწყება. დასრულდება კედლის მხატვრობის დროებითი გამაგრების მე-2 ფაზა.

სათხეს რეაბილიტაციის პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებულ სამუშაოებს უცხოელ ექსპერტთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, კომპანია „არ-ემ-ჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, ბოლნისის ეპარქიისა და საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლები მოინახულებენ.

დაბა კაზრეთთან მდებარე სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატვით, სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „RMG“-ს დაფინანსებით უკვე მე-2 წელია მიმდინარეობს. სარესტავრაციო პროცესი ოთხ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაში კომპანია „არემჯი“ 480 000 ლარს გამოყოფს. პროექტი საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.

სარეაბილიტაციო პროცესის საწყის ეტაპზე გასუფთავდა ტაძართან მიმავალი გზის მონაკვეთი და მოეწყო დროებითი სამშენებლო-ინფრასტრუქტურელი ნაგებობები. ავთენტური ქვების მოძიების მიზნით, ტაძრის გარე და შიდა პერიმეტრზე არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მიწაყრილის 60- 130 სმ სიმაღლის ფენა მოიხსნა. პროექტირების ეტაპზე მარკირებული 200 ზე მეტი ავთენტური ქვა დასაწყობდა. ახალადაღმოჩენილი ქვები კი აზომვებისა და ფოტოფიქსაციის შედეგად იდენტიფიცირდა და სარესტავრაციო გეგმაზე აისახა. ტაძარი სრულად გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან და სათანადო მეთოდით დამუშავდა. დროებით კონსერვირდა კედლის მხატვრობის დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტები.
სათხის სამონასტრო კომპლექსზე დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს.

სათხის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა კაზრეთიდან 4 კმ ში. ეკლესიის ირგვლივ მრავლად განირჩევა მშრალი წყობის ნამოსახლარების ნაშთები. ტაძარი წარმოადგენს ადგილობრივი ტუფის თლილი კვადრებით ნაგებ დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელიც მრავალშრიანია და მშენებლობისა და ხუროთმოძღვრულ-სივრცობრივი გადაწყვეტის სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ქრონოლოგიურად ტაძრის ჩრდილოეთი მინაშენი განეკუთვნება V-VI სს., რომლის კედლებში იმავე პერიოდის ფერადოვანი ქვის სტელები უხვადაა ჩართული და გამოყენებული. მთავარი, ცენტრალური ტაძარი X ს-ისაა. ტაძარი გამორჩეულია ორნამენტული პლასტიკით მორთული სარკმელებითა და მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული წარწერებით. სათხის ეკლესიის მდიდარი ჩუქურთმით შემკული ცნობილი კანკელი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა