საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის
მერიის მხარდაჭერით, დღეს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ლეონარდო – Opera Omnia".
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ბარტოლი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.
მულტიმედიური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები. ამ ფორმით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს.

















