სტოკჰოლმის თების მუნიციპალიტეტის ეკლესიაში ქართული ფოლკლორისა და პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ მიმართა.
ელჩმა ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ ისაუბრა. ღონისძიება დიასპორის წარმომადგენლების ეკა ზანდუკელისა და ემა გაგუას ორგანიზებით და შვედეთში წმინდა გიორგის სამრევლოს მღვდელმსახურის მამა შიოს ხელშეწყობით განხორციელდა.

















