logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: თუ გინდათ, შვილებს ასწავლოთ რა არის ხელოვნება, შეგიძლიათ უთხრათ, რომ რეზო ესაძის მოღვაწეობას გაეცნონ
ბიძინა ივანიშვილი: თუ გინდათ, შვილებს ასწავლოთ რა არის ხელოვნება, შეგიძლიათ უთხრათ, რომ რეზო ესაძის მოღვაწეობას გაეცნონ
22:35 21.02.2019
რეზო ესაძის ფენომენი ჩემთვის ყველაზე მეტად მის პიროვნებაში აისახება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნაზე განაცხადა.

„შვილებს თუ გინდათ ასწავლოთ, რა არის ხელოვნება, შეგიძლიათ უთხრათ – ბატონი რეზო ესაძის მოღვაწეობას გაეცანით. ბატონი რეზოს შემოქმედებაში ხელოვნების ყველა ძირითადი დარგი აისახება. ბატონი რეზოს შემოქმედებაზე საუბარს არ ვაპირებ. ჩემთვის ბატონი რეზოს ფენომენი ყველაზე მეტად აისახება მის პიროვნებაში. ასეთი გულწრფელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, ასეთი ხალასი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. როდესაც მივულოცე ბატონ რეზოს, ყურში ვეუბნებოდი, რომ იმის ოცნება მქონდა, ისე დავბერდებოდი, რომ საზოგადოება თქვენნარი ხალხით იქნებოდა ძირითადად ჭარბი. ეს ოცნება ეტყობა, ასე გამყვება. ეს დარდი ბატონ რეზოსაც გაუზიარე. თქვენც კარგად ხედავთ, რომ სამწუხაროდ, ცივილიზაციამ ამავდროულად საოცარი აგრესია მოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნე ყველაზე მეტად ამით გამოირჩეოდეს. ეს მძიმე სიტყვები, ამხელა ანტაგონიზმი ადამიანებს შორის ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რეზო ესაძეს ვარსკვლავის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ რეზო ესაძე თავად არის ხელოვნების ნიმუში.

„ის არის ჩემთვის ადამიანობის ნიმუში, გულწრფელობისა და სიყვარულის ნიმუში. რა თქმა უნდა, მის ხელოვნებაში ის ყველგან ჩანს, მაგრამ თვითონ პიროვნება ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. ვუსურვებ საქართველოს საზოგადოებას, მოხდეს ისე, ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს, მათი თაობის ძირითადი ნაწილი სწორედ ასეთი ადამიანები ჰყოლოდეთ, როგორიც ბატონი რეზოა მისი ხასიათით. ადამიანის სულიერება თუ გვინდა და ვიბრძვით, ადამიანები ასეთები უნდა დაიბადონ. დიდხანს სიცოცხლე და სიყვარული ვუსურვოთ მას. როდესაც ბატონ რეზოს ხელოვნებაზე ვესაუბრებოდი, ასე მიპასუხა, რომ აწი გავაკეთებ რასაც გავაკეთებო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის, რეზო ესაძის ვარსკვლავი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა