logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეაში განათავსეს
საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეაში განათავსეს
17:11 18.02.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის

იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით" განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.

დრეზდენის გალერეის საკუთრებაში არსებული ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოს მოქალაქის - კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისათვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.

"დღეს თქვენს ლამაზ და ისტორიულ მუზეუმს უბრუნდება პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ცნობილი ნატურმორტი და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ეს ტილო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ჩვენი მოქალაქის კერძო საკუთრებაში, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთმა საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა. კერძო კოლექციონერმა გამოიჩინა კეთილი ნება, გადმოგვცა ეს ფერწერული ტილო და ქალბატონი კანცლერის საქართველოში ვიზიტისას ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. აღნიშნული ნახატი მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქ დრეზდენის სამუზეუმო სივრცეებს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ, ეს ტილო კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში განაგრძობს, იყოს თქვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. ამავე დროს, დღევანდელი დღე ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ჩამოყალიბებული ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი მაგალითია", - განაცხადა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანია განვითარების ყველა ეტაპზე მუდამ საქართველოს გვერდით დგას, იქნება ეს პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, სამართლებრივი, კულტურის თუ განათლების სფეროები.

"მსურს, გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. საქართველო თავისი წარსულითა და კულტურით ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად წარმატებით დაასრულებს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მყარი ნაბიჯებით სვლას და დაუბრუნდება თავის ისტორიულ ევროპულ ოჯახს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. დღევანდელი დღე არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ყველას გილოცავთ", - მიმართა პრემიერმა მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. მათიას როსლერმა მამუკა ბახტაძეს წლების წინ დაკარგული ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა და ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ მნიშვნელოვან დადასტურებად შეაფასა.

ცერემონიაზე ფერწერული ტილოს ისტორიაზე ისაუბრეს მუზეუმის ხელმძღვანელებმა და აღნიშნეს, რომ დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგულია 500-მდე ექსპონატი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 56 დაბრუნდა. ჩიტადინის ფერწერული ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მუზეუმის ძველი ოსტატების (Alte Meister) გალერეაში შეეძლება.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა