15 თებერვალს, თიბისი გალერეაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფის - მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi“
პრეზენტაცია შედგება და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება.
ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს.
პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

















