logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ჯაში : 2019 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება
მარიამ ჯაში : 2019 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება
11:30 14.02.2019
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უდიდესი მნიშვნელობის საქმიანობას ეწევა. მხოლოდ 2018 წელს 15 000-მდე წიგნი მიეწოდა 110 სოფლის სკოლას და 200-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკარი გადამზადდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში სხდომაზე დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა წარმოადგინა. მან, ასევე, ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე საკანონმდებლო კუთხით.

მარიამ ჯაშის შეფასებით, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებული სამიქნობიდან ასევე უმნიშვნელოვანესია ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა და ფონდში არსებული ნებისმიერი გამოცემის ციფრული ვერსიის ხელმისაწვდომობა.

„უმნიშვნელოვანესია მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო-პოპულარული სტატიები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე შექმნილია ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.

„მინდა მადლობა გადავუხადო პოლონეთის მთავრობას, რომლის მხარდაჭერით ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჰენრიკ ჰრინევსკის დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა და პოლონური ლიტერატურის სივრცე შეიქმნა“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე რეგიონებში 140 ბიბლიოთეკა განახლდა და დაფუძნდა. მისივე თქმით, არსებული ბიბლიოთეკების მნიშვნელოვანი ნაწილის გარემონტება უზრუნველყო პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

„ამჟამად ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში 13 თებერბალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.

სხდომის დღის წესრიგშია, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მხარდაჭერით იმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა