ხვალ, 17:00 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში (დიმიტრი უზნაძის №68) სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი დარბაზის საზეიმო გახსნა გაიმართება.სპექტაკლებისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე დაახლოებით 250 მაყურებელზეა გათვლილი.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

















