logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისი 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს
28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისი 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს
14:53 05.02.2019
თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქი, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, „თიბისი გალერეაში“ თბილისის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე და „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე უძღვებოდნენ.

სოფიო ხუნწარიამ ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და ის აუცილებლად გახდება რეგიონში კულტურის დედაქალაქი. ამას ცხადყოფს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თბილისში ჩამოდის ლეგენდარული მუსიკოსი და გიტარისტი პეტ მეთინი. გულშემატკივრები 15 წელი ელოდნენ, რომ პეტ მეთინი ჩამოსულიყო თბილისში და ღია ცის ქვეშ დაეკრა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელსაც წელს ჩაეყრება საფუძველი: თბილისის ბიგ ბენდთან ერთად დაუკრავენ კონსერვატორიის სტუდენტები და თბილისის ჯაზფესტივალს სწორედ ისინი გახსნიან. ეს ტრადიცია მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

წლევანდელი ფესტივალის წამყვანი მონაწილეა 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში, ასევე, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით მიიღებენ მონაწილეობას.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ კომპოზიციებს შესთავაზებენ.

1 მარტს კი „ივენთ ჰოლის“ სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა