logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადაეცა
პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადაეცა
12:01 04.02.2019
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2019“ მამუკა ხაზარაძეს გადასცა. დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გამართულ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა.

მამუკა ხაზარაძეს ჯილდო გადაეცა:

„ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებისა და დღემდე ჩატარებული 16 დაჯილდოებისთვის, 3500-მდე შეფასებული წიგნისა და 151 გაცემული ჯილდოსთვის.

პროექტისთვის #წერექართულად, რომელიც აერთიანებს ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში პოპულარიზაციის ინიციატივებს: შრიფტების შექმნის კონკურსს, ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულებას და მაიკროსოფტთან ერთდ შექმნილ პირველ ქართულენოვან პლატფორმას – kartulad.ge, რომლის მიზანია ქართული ენა დაინერგოს მაიკროსოფტის პროგრამებში.

ელექტრონული წიგნების სახლისთვის „საბა“, სადაც ამ დროისთვის განთავსებულია 5000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი, ჰყავს 174 000 რეგისტრირებული მკითხველი საქართველოსა თუ უცხოეთში.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისთვის „ქალაქი ბიბლიოთეკა“, რომლის საშუალებითც მკითხველს შეუძლია გამოიყენოს მწერლების სახელობის ქუჩებსა და სკვერებში წარმოდგენილი უფასო ელექტრონული ბიბილიოთეკა, რამაც თავად ქალაქი აქცია საინტერესო მულტიმედიურ, ლიტერატურულ სივრცედ.

პროექტისთვის „იკითხე მთაში!“ რომლის ფარგლებში საქართველოს მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით. ასევე, 2015 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა განთავსდა თბილისის მეტროშიც.

პროექტისთვის „შეხვედრის საბა-ბი“, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატებმა წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, მწერლები ადგილობრივ მკითხველებს შეხვდნენ, 15-მდე სოფლის სკოლას კი საჩუქრად სპეციალური სამკითხველო კუთხეები და „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა გადაეცათ.

პროექტ „წერე ქართულად“-ის ახალი კამპანიისთვის, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ფრაზები ქართული ლიტერატურიდან განთავსდა ქალაქის 100-მდე გაჩერებზე, თიბისი ბანკის ფილიალების ეკრანებზე და გარებანერებზე. იგივე ბრენდინგით დაიბეჭდა ასობით მაისური და სხვადასხვა ტიპის საიმიჯო მასალა, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაურიგდათ აზრის ლიდერებს.

და ბოლოს, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტში აქტიური ჩართულობისთვის – პროექტის „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ლიტერატურულ კონკურს „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის ფრანკფურტში, უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, რამაც ქართულ სალიტერატურო სივრცეს მისცა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა საერთაშორისო არენაზე თავის წარმოსაჩენად.“

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელი გამორჩეული და, ფაქტობრივად, ისტორიული წელი იყო ქართული სალიტერატურო სფეროსთვის, ასოციაციამ „წიგნის ქომაგის“ კიდევ ერთი სიმბოლური, სპეციალური ჯილდო გადასცა თანამედროვე ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.

იმისთვის, რომ სამომავლოდ 2018 წელი დაფიქსირდეს როგორც გარდამტეხი თარიღი ქართული საგამომცემლო სფეროსა და ლიტერატურის ისტორიაში. ეს ჯილდო, როგორც მუდმივმოქმედი ექსპონატი, გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნის მუზეუმში გამოსაფენად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა