საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს
გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეროვნულ არქივში ქართული კინოს გადაღების ისტორიის ამსახველი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ინახება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1920-იან-1980-იან წლებში გადაღებული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველიფოტოები, ასევე, ქართული მხატვრული ფილმების აფიშები.
დასწრება თავისუფალია.
გამოფენა 16:00 საათზე დაიწყება.

















