logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„Window Project“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენას - „Second Order“ უმასპინძლებს
„Window Project“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენას - „Second Order“ უმასპინძლებს
10:59 21.12.2018
მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან გალერეა - „Window Project“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, საქართველოში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველ პეროსნალურ გამოფენას - „Second Order“ უმასპინძლებს და აღნიშნული ექსპოზიციით ახალ საგამოფენო სივრცეს გახსნის.



ექსპოზიცია მხატვრის სამ მიმართულებას - მითოსს, რელიგიასა და ეთნოგრაფიულ პოპს აერთიანებს. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს. ეთნოგრაფიული პოპი კი თანამედროვე სამყაროში ადამიანების სავიზიტო ბარათია, რომელიც წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება მინანქრის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, აბსტრაქტული ნახატები, ასამბლაჟები და პოპ-არტისტული ინსტალაციები.



გამოფენის კურატორია ნინა ახვლედიანი. ექსპოზიციის კონცეპტუალურ სტრუქტურასა და დიზაინზე კი ახალგაზრდა ხელოვანმა - ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა.



გამოფენა ვახტანგ ქოქიაშვილის განვითარების ეტაპებს ასახავს, რომლის განმავლობაში მითოსური ფორმები წარმოებისა და დიზაინის ეფექტებით იცვლებიან. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ამ გარდატეხის ამსახველი ცალკეული აქცენტები, მოტივები და სოციალური ტრანსფორმაციები, რომლებიც კულტურულ მეხსიერებას ახალი საკომუნიკაციო ფორმებით, მოდელებითა და პატერნებით აწარმოებენ. ქოქიაშვილის ცხოვრების ბოლო წლები სწორედ ასეთ თარგმანებს ეძღვნება. რელიგიური ნარატივები და სიმბოლოები თარგმნილია 2000-იანი წლების სამომხარებლო ენაზე. ასეთი ტრანსკრიფციით ახლებურ შემოქმედებით სივრცეს ვიღებთ, რომელსაც შეუძლია მოიცვას ფართო სოციალური სპექტრი და ამავდროულად მიუკერძოებელი იყოს.


ვახტანგ ქოქიაშვილი 1930 წელს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხტვრო აკადემია. 1962-1969 და 1973-1979 წლებში საქართველოს მხატვართა ფონდის მთავარი მხატვარი იყო. 1967 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. 1981-1994 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მონუმენტური სექციის თავმჯდომარე.



მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს ვარშავაში, ტრიპოლიში, დრეზდენში, სოფიაში, კეჩკემეტში და პარიზში გამოიფინა. მისი შექმნილია თბილისში ყოფილი სასტუმრო „ივერიას“, ფუნიკულიორის ქვედა სადგურის, საერთაშორისო აეროპორტის, სასტუმრო „მეტეხისა“ და ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ვიტრაჟები.



1990-იანი წლებიდან ვახტანგ ქოქიაშვილმა აქტიურად დაიწყო პოპ არტისტული სერიების შექმნა. მისი შემოქმედება ასობით კოლაჟს, გრაფიკასა და ასამბლაჟს აერთიანებს.



გამოფენა „Second Order“ 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა