logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა 74 წლის გახდა
ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა 74 წლის გახდა
09:04 31.07.2012
ცნობილი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა დღეს 74 წლის გახდა.
რეჟისორი 1938 წელს 31 ივლისს თბილისში დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრში სტურუამ 1962 წლიდან დაიწყო მუშაობა, ხოლო 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორი,1980 წლიდან კი, სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.
1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ ა. მილერის სეილემის პროცესი დადგა, რამაც რეჟისორს პირველი წარმატება მოუტანა.
თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც ქართული თეატრის გამოჩენლ რეჟისორთან თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა მის სპექტაკლს „ხანუმა“.
მას გამორჩეული აღიარება მოუტანა პ. კაკაბაძის „ყვარყვარემ“, ბრეხტის კავკასიური ცარცის წრემ (1975) და შექსპირის „რიჩარდ III“-მ (1979).
1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში დაიდგა - თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის“ (1980), მ. შარპოვის „ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), სტურუას, ფოფხაძისა და ვარსიმაშვილის ვარიაციები თანამედროვე თემაზე (1981), რ. იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (1983) და ა.შ.
1987 წელს სტურუამ „მეფე ლირი“ დადგა, 1994 წელს გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით „იაკობის სახარება“, 1996 წელს „ლამარა“ შეიქმნა, 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“.
1998 წელს მან ახალგაზრდა რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუამ პიესა „ქალი-გველი“ დადგა. ამავე წელს მოსკოვში თეატრ „სატირიკონში“ სტურუას ჰამლეტი დაიდგა.
რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში.
რობერტ სტურუას მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, სსრკ-ს სახელმწიფო პრემია, რუსეთის ფედერაციის სახელწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, ალ. ყაზბეგის სახელობის პრემია და სხვა.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან 2011 წელს გაათავისუფლეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა