ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი მეფე თეიმურაზის პორტრეტის
სამშობლოში დაბრუნებას შეუფასებელ ღვაწლს უწოდებს და ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
„ძალიან ბედნიერი დღეა. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ყოველთვის, სიკეთის კეთების სადარაჯოზეა. ამას უბრალო კაცი ვერ გააკეთებს. ზოგი ამბობს ფულიო, ფულზე არ არის. სამშობლო მისთვის ხატია და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი სამშობლო გაბრწყინდეს. დიდი მადლობა, პირველ რიგში ბატონ ბიძინას და დიდი მადლობა გიორგი კალანდიას. სასწაული ბიჭია და დიდ საქმეებს აკეთებს” - ასე ეხმიანება “თეიმურაზ მეფის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნებას ჯემალ ჭკუასელი.
“შეუფასებელია. ეს არის გრანდიოზული, საოცარი ნაბიჯი. ამ დროში ამის გაკეთება ძალიან ძნელია. მე რაღაცეები მესმის ამ საქმის და ეს დიდი ბედნიერებაა, რომ ეს მოხერხდა და ჩამოვიდა, ეღირსა მის პორტრეტს ჩამობრძანება” - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.
„ამ ულამაზესმა კაცმა, თავგანწირულმა მეფემ, თავის დროზე თავი გაწირა და წავიდა რუსეთში - იცოდა, სადაც მიდიოდა და ვერც დაბრუნდა ცოცხალი, ახლა კი მისი სული ცაში ზეიმობს“ - განაცხადა ჭკუასელმა.

















