logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კულტურის სამინისტროში პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროში პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა
12:11 17.10.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კლასიკური მუსიკის ცენტრის მერ ინიცირეული პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, „კლასიკური მუსიკის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე და ამავე ცენტრის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიულ სივრცეებში - მუზეუმების, ბიბლიოთეკების, გალარეების და სხვა ალტერნატიულ დარბაზებში კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას, მსმენელის რაოდენობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკის ჟანრით.

კონცერტების პირველი ციკლი 18-24 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. პროექტის ფარგლებში, სულ ოთხი კონცერტი გაიმართება. საკონცერტო სივრცედ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი შეირჩა.

18 დეკემბერს ცნობილი ამერიკელი მეცო-სოპრანო ტიფანი აბბანი, თბილისის გოგონათა გუნდის მონაწილეობით, კონცერტების ციკლს ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამით გახსნის;
20 დეკემბერს - ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს;
22 დეკემბერს კი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკელი პიანისტი ენდრიუ ტაისონი. ენდრიუ ტაისონი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოსა და კონკურსის ლაურეატია, მათ შორის 2015 წელს ის გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. შესაბამისად, სიმბოლურად, კონცერტების ციკლის ბოლო ღონისძიება, 24 დეკემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ .

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა